ქობულეთში საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

ქობულეთში საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი ადგილზე გაეცნო.

"პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის მიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას, ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო წყლის ხარისხს. ის ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისად, ქალაქისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ქობულეთის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განამვლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. ამავდროულად, პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები", - ნათქვმია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებზე, რომლის საერთო ღირებულება 3 691 574.26 ლარია, 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია