ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს შესაძლოა, ხვალ პატიმრობა შეუფარდონ

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს შესაძლოა, ხვალ პატიმრობა შეუფარდონ. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იტყობინება. კანონის მიხედვით, დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული. აღნიშნული ვადა

9 მარტს ამოიწურება. 9 მარტი დასვენების დღეა, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ მოსკოვის სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები - ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დღეს დილით დააკავეს. როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, დაკავებულები კავკასიელები არიან.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება