ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ზაურ დადაევი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, დადაევმა საზოგადოებრივი ზედამხედველობის კომისიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, დადაევმა აღნიშნა, რომ მან როდესაც დანაშაული აღიარა, იცრუა.

"დაკავების დროს მე ვიყავი ჩემს მეგობართან, რუსლან იუსუპოვთან ერთად, მათ მითხრეს, თუ ვაღიარებდი მკვლელობას, მას თავისუფალს გაუშვებდნენ. მეც დავთანხმდი. ვიფიქრე, ვიდრე მოსკოვში ვიქნებოდი მოსამართლეს სიმართლეს ვეტყოდი, რომ მე არ ვარ დამნაშავე. თუმცა, მოსამართლემ საუბრის საშუალება არ მომცა", - ამბობს დადაევი.

ზაურ დადაევის თქმით, მას ჰყავს მოწმე, რომელსაც შეუძლია მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

"ალი მატიევი იყო ჩემთან ერთად, მას შეუძლია დაამტკიცოს ჩემი უდანაშაულობა", - აღნიშნა დადაევმა გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" საუბრისას.

საზოგადოებრივი ზედამხედველობის კომისიის წევრები მკვლელობაში კიდევ ორ ბრალდებულს - ანზორ და შაგიდ გუბაშევებს შეხვდნენ. როგორც მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, სამივე ბრალდებულს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ.

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება