ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ლევან ჩაჩუას მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე კი საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ რეპლიკა თქვა, ხოლო ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ საბოლოო სიტყვა. მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები აქვთ, კერძოდ, დაცვის მხარე ელოდება, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

როგორც ჩაჩუას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე და არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩაჩუას რაიმე დანაშაულზე მიუთითებს. ადვოკატი სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც მან განაცხადა, დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა პროკურორმაც. როგორც რევაზ ნადომ აღნიშნა, მან ბრალდებულის საბოლო სიტყვაში რაიმე არსებითი ვერ მოისმინა.

პროკურორის შეფასებით, საბოლოო სიტყვა ემოციებზე იყო აგებული. რაც შეეხება განაჩენს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

პროკურორმა განმარტა ის მუხლი, რომლითაც ჩაჩუას ბრალი აქვს წარდგენილი, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობა. ნადოის თქმით, აღნიშნული მუხლი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ასევე ორ წლამდე პატიმრობას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო