პროექტ "ლიბერთინსის" აქცია ქუთაისში დღეს გაიმართება

პირველად ქუთაისში, მკითხველის თხოვნით, დღეს, "ბიბლუსის" მაღაზიაში პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი, ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" გაყიდვაში ქართულ ენაზე გამოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-დან აცნობეს, მხოლოდ ერთი დღით მხოლოდ ერთ ფილიალში, მხოლოდ ერთი საათით 10 ლარის ნაცვლად წიგნი 3 ლარად გაიყიდება. ქუთაისს Liberteens-ის წევრებიც ეწვევიან.

წიგნი პროექტის Liberteens ფარგლებში გამოიცა. თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც Liberteens-ის წევრები არიან.

პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის "თუ დავრჩები"-ს აქციის დღეს მაღაზიასთან მისული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500-ს მიაღწია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ