"ბიბლუსი გალერეაში" ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგო" 10 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდება

"ბიბლუსი გალერეაში" დღეს, პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნი - მსოფლიო ბესტსელერი, ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგო" 10 ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 ლარად გაიყიდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიბლუსი გალერეადან" აცნობეს, აქცია მხოლოდ ერთი დღით, 16 მარტს, 19:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" (ჭავჭავაძის 7), მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში და მხოლოდ ერთი საათით გაგრძელდება.

"წიგნი პროექტის LiberTeens ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. ,,შენი თაობის არჩევანი"" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც LiberTeens-ის წევრები არიან", - აცხადებენ "ბიბლუსი გალერეაში".

პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის ,,ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა.

"პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის ,,თუ დავრჩების" აქციის დღეს მაღაზიასთან მოსული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500 მიაღწია", - განმარტავენ "ბიბლუსი გალერეაში".

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ