პროკურატურა ლევან ჩაჩუას   გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას საქმეში პროკურომა რევაზ ნადიომ განუცხადა.

მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

"არსებობს სასამართლოს ზემდგომი ინსტანციები, სადაც ბევრი მეტი გამოცდილების მოსამართლე საქმიანობს. აუცილებლად შევეცდებით ჩვენი პოზიციის მართებულება დავამტკიცოთ ზედა ინსტანციაში. არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა ნადოიმ.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

"მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური და ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა იმ მტკიცებულებებს რაც წარვადგინეთ სასამართლოში. მას რომ ოებიქტურად შეემოწმებინა მტკიცებულებები, დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში. მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულთა, მოწმეთა, ნეიროქირურგების, ექსპერტების ჩვენებები, ასევე საექსპერტო კვლევები და ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები. მან არ გაიზირია ამავე საქმეზე მეტი გამოცდილების და მეტი კვალიფიციურობის მქონე მოსამართლეთა მოსაზრებები", - განაცხადა ნადოიმ.

რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას, ჰაკიმ ფაშას სახელით წარმოდგენილი ვიდეომასალასთან დაკავშირებით, როგორც ნადოი აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია თუ რა შუაში იყო ხაზის გასმა ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით.

"მოსამართლემ ხაზი გაუსვა ჰაკიმ ფაშას. ეს ვიდეომასალა არც გამოგვიყენებია როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. ჩვენ გვქონდა ძირითადი ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეომასალას დავეყრდენით. რა შუაში იყო ხაზის გასმა ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარი იყო", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ ზურაბ ჟვანიას საქმეში მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს