"ტექნო ბუმში" ახალი აქცია დაიწყო

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეულმა კომპანია "ტექნო ბუმმა" მომხმარებელთა ინტერესის და მოთხოვნის გათვალისწინებით დღეიდან ახალი აქცია დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ტექნო ბუმიდან" აცნობეს, კომპანიის ინფორმაციით, "შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით" მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა მაღაზიაში ერთდროულად ამოქმედდა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ძველ, გამოუსადეგარ და გადასაგდებად გამზადებულ ტელევიზორში 200 ლარი მიიღონ, მის ნაცვლად კი სახლში ამერიკული და ინგლისური ბრენდების ტელევიზორები წაიღონ. კომპანიის ცნობით, მაგალითად, 82 სმ დიაგონალის ტელევიზორი 576 ლარი ღირს, მომხმარებელი ძველი გამოუსადეგარი ტელევიზორის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს, ხოლო ახალ ტელევიზორს მხოლოდ 376 ლარად შეიძენს.

მენეჯმენტის ინფორმაციით, აქცია "შეცვალე ძველი ახლით" მომხმარებელთა თხოვნით განმეორებით იმართება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, როდესაც აღნიშნული აქცია მიმდინარეობდა, ტელევიზორი ყველა მომხმარებლმა ვერ მიიღო, რადგან მათი რაოდენობა შეზღუდული იყო. კომპანიის ცნობით, ამჯერად აქციაში მხოლოდ 500 ტელევიზორია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა უნდა იჩქაროს და "ტექნო ბუმის" ამ უპრეცედენტო შეთავაზებით ისარგებლოს.

"ტექნო ბუმი" მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს. 2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება "ტექნო ბუმში", მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

აქცია "შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით" "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეიდან დაიწყო და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა