გოკა გაბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა

"ნაციონალური მოძრაობა" საჭიროების შემთხვევაში, პერმანენტული აქციების დაწყებას და პიკეტირებებს გეგმავს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმ, გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა გითხრათ, თუ როგორი იქნება ჩვენი ბრძოლის გზა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ამ მთავრობის გადადგომით. ჩვენ დღეს ვიწყებთ და მომავალ დღეებში მთელ საქართველოში საპროტესტო აქციები გაიმართება. ეს იქნება საპროტესტო აქციები თბილისში, გაიმართება საპროტესტო აქციები ყველა რეგიონში. ჩვენ შევქმნით სპეციალურ ანტიკორუფციულ კომიტეტებს, ჯგუფებს, რომლებიც ადგილებზე ამხელენ გუბერნატორებს, გამგებლებს იმ კორუფციაში, რომელიც მთელს საქართველოში ტრიალებს და არ მოასვენებენ ადგილობრივ გათავხედებულ ჩინოვნიკებს", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საჭიროების შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.

"საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას და დავიწყებთ პიკეტირებებს. ჩვენ საქართველოს პარლამენტში დავიწყებთ დეპუტატების საჭირო ხმების რაოდენობის მოგროვებას იმისთვის, რომ პარლამენტის მეშვეობით მთავრობის გაშვების პროცედურა დავიწყოთ. ეს გზა, რომელიც ჩვენ გაქვს დასახული, არის შეუძლებელი თქვენი ყოველდღიური და ძალიან მაგარი მხარდაჭერის გარეშე", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა გადადგეს საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით.

"მოვლენები შემდეგნაირად განვითარდება. უნდა გადაგეს საქართველოს ხელისუფლება სრული შემადგენლობით. უნდა დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა, რომელიც დაიწყებს ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელებას. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა და რიგგარეშე ან რიგით არჩევნებზე, მაგრამ ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ. ჩვენ გავიმარჯვებთ და საბოლოოდ გავუშვებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამ ქვეყნიდან. ეს არის დიდი გზა, რომელიც დღეს იწყება", - განაცხადა გაბაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო