მთავრობის კანცელარიასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა

"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მონაწილეები უკვე იშლებიან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ეს არის ბოლო გაფრთხილება საქართველოს მთავრობისთვის. მისივე თქმით, პერმანენტული აქციები დაიწყება ამ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, თუმცა, კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

"დღევანდელი დღე არის ბოლო გაფრთხილება მთავრობისთვის, ტუტუცი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელმაც დღეს შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით აქციის მონაწილეს, როცა თქვა, რომ ისინი მოსყიდულები არიან. როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ, ამას მხოლოდ მოხერხება უნდა", - განაცხადა მელიამ.

დავით ბაქრაძის თქმით კი, "ნაციონალური მოძრაობა" იმოქმედებს იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დღევანდელ აქციაზე გოკა გაბაშვილმა წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს