დავით ბაქრაძე - მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვარსებობთ

მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვარსებობთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც სხვა მომიტინგეებთან ერთად დევნილებს განსაკუთრებით მიესალმა.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 15 ნოემბერს, მის დასაგმობად "ნაციონალური მოძრაობა" ქუჩაში გამოვიდა და აღნიშნა, რომ იგივეს აკეთებს დღესაც, რომ მოსკოვმა ანალოგიური "შეთანხმება" ცხინვალთანაც დადო. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იქნება ის ძალა, რომელიც გააპროტესტებს საქართველოს ნაწილის წართმევას.

"დღეს არაფერი არ მთავრდება. დღეს იწყება ის ეტაპი, რომელიც მიგვიყვანს გამთლიანებულ, ევროპულ საქართველომდე. მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვარსებობთ და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვა და გააპროტესტებს, როცა ჩვენ ნაწილს გვართმევენ", - აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აქციას, მისი მტკიცებით, დღევანდელი მანიფესტაცია არა თანამდებობისა და სკამებისთვის გამართული შეკრება, არამედ ისინი საქართველოში მცხოვრები თითოეული გაჭირვებულისთვის იბრძვიან.

"ეს მთავრობა უნდა წავიდეს და რაც უფრო სწრაფად წავა, მით უფრო სწრაფად დადგება ქვეყანა ფეხზე. ჩვენი დღევანდელი შეკრება არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არ არის თანამდებობებისა და სკამებისთვის ბრძოლა - ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თანამდებობებზეც, აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ამას გპირდებით, ისევე ზუსტად გპირდებით, როგორც გუშინ მზეს დაგპირდით ჩვენ აქციაზე, რომელიც არავის სჯეროდა, მაგრამ ნებისმიერი ჩვენი მოსვლა ხელისუფლებაში, ნებისმიერი ჩვენი ყოფნა თანამდებობაზე იქნება შედეგი ქართველი ხალხის არჩევანის და ქართველი ხალხის ნების. აი, ასე მოვალთ ჩვენ – ქართველი ხალხის ნებით და მათი არჩევნებით. ამიტომ დღეს ჩვენ სკამებისთვის არ ვიბრძვით, დღეს ვიბრძვით თითოეული გაჭირვებულისთვის საქართველოში. მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებს და ვერ გადაუწყვეტია მოვიდეს თუ არა – ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ეს არის თითოეული თქვენგანის აქცია, რომელიც ახლა სახლში ტელევიზორს უყურებთ და ფიქრობთ, გაძვირებული კრედიტი როგორ გადაიხადოთ ამ თვეში, ვინც ფიქრობთ, როგორ არ დაიხუროს თქვენი მაღაზია, საპარიკმახერო და ჯიხური, ვინც ფიქრობთ, გაძვირებული ფასების ფონზე თვიდან თვემდე თავი როგორ გაიტანოთ. ამიტომ ეს თითოეული თქვენგანის აქციაა. ჩვენ კიდევ უფრო მეტნი და ძლიერნი ვიქნებით", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხალხს არ სჭირდება მთავრობა, რომელიც საწარმოებს მარტო ქაღალდზე ხსნის.

"რას აკეთებს მთავრობა ამ დროს, როცა ყველას უჭირს? - ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ არანაირი კრიზისი არ არსებობს და შესაბამისად, არანაირი გეგმა არ აქვთ. ცდილობს დაუმტკიცოს, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ 100 ქარხანა გუგუნებს. წიგნებს გამოსცემენ დაფინანსებულ საწარმოებზე. წიგნში რად გვინდა საწარმო? – აქ ხართ და დამისახელეთ თქვენ რაიონში გახსნილი ქარხანა, მითხარით თქვენ რაიონში დასაქმებული ადამიანები გარდა ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავებისა. მთავრობა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე ხსნის, ქაღალდზე აკეთებს, ქაღალდით ფიქრობს, არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ ის უნდა წავიდეს", - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით ბაქრაძე - მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვარსებობთ

მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვარსებობთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც სხვა მომიტინგეებთან ერთად დევნილებს განსაკუთრებით მიესალმა.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 15 ნოემბერს, მის დასაგმობად "ნაციონალური მოძრაობა" ქუჩაში გამოვიდა და აღნიშნა, რომ იგივეს აკეთებს დღესაც, რომ მოსკოვმა ანალოგიური "შეთანხმება" ცხინვალთანაც დადო. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იქნება ის ძალა, რომელიც გააპროტესტებს საქართველოს ნაწილის წართმევას.

"დღეს არაფერი არ მთავრდება. დღეს იწყება ის ეტაპი, რომელიც მიგვიყვანს გამთლიანებულ, ევროპულ საქართველომდე. მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვარსებობთ და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვა და გააპროტესტებს, როცა ჩვენ ნაწილს გვართმევენ", - აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აქციას, მისი მტკიცებით, დღევანდელი მანიფესტაცია არა თანამდებობისა და სკამებისთვის გამართული შეკრება, არამედ ისინი საქართველოში მცხოვრები თითოეული გაჭირვებულისთვის იბრძვიან.

"ეს მთავრობა უნდა წავიდეს და რაც უფრო სწრაფად წავა, მით უფრო სწრაფად დადგება ქვეყანა ფეხზე. ჩვენი დღევანდელი შეკრება არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არ არის თანამდებობებისა და სკამებისთვის ბრძოლა - ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თანამდებობებზეც, აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ამას გპირდებით, ისევე ზუსტად გპირდებით, როგორც გუშინ მზეს დაგპირდით ჩვენ აქციაზე, რომელიც არავის სჯეროდა, მაგრამ ნებისმიერი ჩვენი მოსვლა ხელისუფლებაში, ნებისმიერი ჩვენი ყოფნა თანამდებობაზე იქნება შედეგი ქართველი ხალხის არჩევანის და ქართველი ხალხის ნების. აი, ასე მოვალთ ჩვენ – ქართველი ხალხის ნებით და მათი არჩევნებით. ამიტომ დღეს ჩვენ სკამებისთვის არ ვიბრძვით, დღეს ვიბრძვით თითოეული გაჭირვებულისთვის საქართველოში. მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებს და ვერ გადაუწყვეტია მოვიდეს თუ არა – ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ეს არის თითოეული თქვენგანის აქცია, რომელიც ახლა სახლში ტელევიზორს უყურებთ და ფიქრობთ, გაძვირებული კრედიტი როგორ გადაიხადოთ ამ თვეში, ვინც ფიქრობთ, როგორ არ დაიხუროს თქვენი მაღაზია, საპარიკმახერო და ჯიხური, ვინც ფიქრობთ, გაძვირებული ფასების ფონზე თვიდან თვემდე თავი როგორ გაიტანოთ. ამიტომ ეს თითოეული თქვენგანის აქციაა. ჩვენ კიდევ უფრო მეტნი და ძლიერნი ვიქნებით", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხალხს არ სჭირდება მთავრობა, რომელიც საწარმოებს მარტო ქაღალდზე ხსნის.

"რას აკეთებს მთავრობა ამ დროს, როცა ყველას უჭირს? - ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ არანაირი კრიზისი არ არსებობს და შესაბამისად, არანაირი გეგმა არ აქვთ. ცდილობს დაუმტკიცოს, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ 100 ქარხანა გუგუნებს. წიგნებს გამოსცემენ დაფინანსებულ საწარმოებზე. წიგნში რად გვინდა საწარმო? – აქ ხართ და დამისახელეთ თქვენ რაიონში გახსნილი ქარხანა, მითხარით თქვენ რაიონში დასაქმებული ადამიანები გარდა ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავებისა. მთავრობა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე ხსნის, ქაღალდზე აკეთებს, ქაღალდით ფიქრობს, არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ ის უნდა წავიდეს", - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის