"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გუშინ გამართულ აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო

"ნაციონალური მოძრაობის" მონაცემებით, გუშინ, საპროტესტო აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ეს მთავრობა გადადგეს.

"ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის გადადგომა 50 000-მა ადამიანმა მოითხოვა. ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს. უნდა მოახერხო, რომ ორ წელში ამდენი ხალხი გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე", - განაცხადა მელიამ.

გუშინ, "თავისუფლების მოედანზე" "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია გამართა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!