მიხეილ მაჭავარიანი - ჩვენ დავიწყებთ მთავრობის გადაყენების პროცედურებს და "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები

ჩვენ დავიწყებთ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადაყენებისთვის და ამ საკითხში "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, მათ მთავრობის გადასაყენებლად 60 დეპუტატის ხმა სჭირდებათ.

"ჩვენ ჯერ საპარლამენტო დებატები მოვითხოვეთ, მთავრობა არ მოვიდა, შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეშე სხდომა, მთავრობა არც იქ მოვიდა. ახლა აქციიდან ხალხმა მთავრობას გაუგზავნა გზავნილი, რომ მთავრობა უნიათოა და უნდა გადადგეს. ამის შემდეგ დავიწყებთ ჩვენ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადასაყენებლად. ჩვენ გვჭირდება 60 დეპუტატი და ვნახოთ, ვინ შემოგვიერთდება. სახელისუფლებო გუნდის იმედი არ გვაქვს. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", აქ უფრო იმედიანად ვართ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს