მანანა კობახიძე - "ნაციონალები" ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, თითქოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

"ქართულ ოცნებას" პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ჰყავს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აპირებს, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს.

"ჩვენ მშვიდად მივალთ არჩევნებამდე და რა თქმა უნდა, ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში - იმ დოზით არ იყოს, რა დოზითაც არის. ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, პალიკო ვერ გადაწყვეტს", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში, მას "თავისუფალი დემოკრატების" 8 წევრი დაუჭერს მხარს, კობახიძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალებმა" კარგად იციან, რომ არსებობს მყარი უმრავლესობა".

"ჩვენ მაღალი კვორუმით ავირჩიეთ ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა. სულ რომ არ დაეჭირათ მხარი "თავისუფალ დემოკრატებს", ჩვენ ამას მაინც მოვახერხებდით. ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა, ეს ძალიან კარგად იცის "ნაციონალურმა მოძრაობამ", ფაქტია, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ და შეცდომაში შეიყვანონ, თითქონ იწყებენ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. ისინი არ არიან პარლამენტში უმრავლესობა და რა უნდობლობას იწყებენ. ვერც ერთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამას აკომპლექტებს "ქართული ოცნება" და ქართული საზოგადოება, რომელმაც აირჩია "ქართული ოცნება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მათ მთავრობის გადასაყენებლად 60 დეპუტატის ხმა სჭირდებათ.

"ჩვენ დავიწყებთ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადაყენებისთვის და ამ საკითხში "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

 მანანა კობახიძე - "ნაციონალები" ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, თითქოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

"ქართულ ოცნებას" პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ჰყავს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აპირებს, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს.

"ჩვენ მშვიდად მივალთ არჩევნებამდე და რა თქმა უნდა, ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში - იმ დოზით არ იყოს, რა დოზითაც არის. ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, პალიკო ვერ გადაწყვეტს", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში, მას "თავისუფალი დემოკრატების" 8 წევრი დაუჭერს მხარს, კობახიძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალებმა" კარგად იციან, რომ არსებობს მყარი უმრავლესობა".

"ჩვენ მაღალი კვორუმით ავირჩიეთ ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა. სულ რომ არ დაეჭირათ მხარი "თავისუფალ დემოკრატებს", ჩვენ ამას მაინც მოვახერხებდით. ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა, ეს ძალიან კარგად იცის "ნაციონალურმა მოძრაობამ", ფაქტია, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ და შეცდომაში შეიყვანონ, თითქონ იწყებენ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. ისინი არ არიან პარლამენტში უმრავლესობა და რა უნდობლობას იწყებენ. ვერც ერთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამას აკომპლექტებს "ქართული ოცნება" და ქართული საზოგადოება, რომელმაც აირჩია "ქართული ოცნება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მათ მთავრობის გადასაყენებლად 60 დეპუტატის ხმა სჭირდებათ.

"ჩვენ დავიწყებთ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადაყენებისთვის და ამ საკითხში "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის