TORESA MOSSY-ს მეორე წიგნის "მე/შენ ქრისტე ხარ" პრეზენტაცია "ბიბლუსი გალერეაში" 26 მარტს გაიმართება

"საბას" ლაურეატი ავტორის TORESA MOSSY-ს მეორე წიგნის "მე/შენ ქრისტე ხარ" პრეზენტაცია "ბიბლუსი გალერეაში" 26 მარტს გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-დან აცნობეს, ერთ წიგნად "მე/შენ ქრისტე ხარ" გამოცემულ რომანსა და რამდენიმე მოთხრობაში მწერალი TORESA MOSSY მკითხველს გააცნობს თანამედროვე ადამიანს, მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სულიერ მდგომარეობას.

წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა. წიგნში განსხვავებული პერსონაჟები საკუთარ ამბებს ჰყვებიან, მსჯელობენ, კამათობენ. ყველაფერი ეს კი მთელი სამყაროა, ცხოვრება, სადაც პიროვნება და სულიერება ერთმანეთს ებრძვის. TORESA MOSSY პრემია "საბა"-ს გამარჯვებული 2014 წელს საუკეთესო დებიუტისთვის გახდა, წიგნით "სიბრძნე სიცრუისა" .

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია