ლოტო 6/36-ის #543 გათამაშებაში ტატო კაკალაშვილმა 16,079 ლარი მოიგო

საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს ლოტო 6/36-ის, #543-ე გათამაშების გამარჯვებული ეწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლატარიის კომპანიიდან აცნობეს, ტატო კაკალაშვილმა ლოტოს ბილეთი პირველად იყიდა და მის მიერ არჩეული რიცხვებით, მეორე საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხა - 16,079 ლარი მოიგო.

მათივე განმარტებით, დღესვე, ბილეთმა გაირა ვალიდაციის პროცედურა, გამარჯვებულმა გახსნა ბანკში პირადი ანგარიში, სადაც მას ჩაერიცხა კუთვნილი მოგება.

"საქართველოს ლატარიის კომპანია ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორია, რომელიც საზოგადოებას ლატარიის სხვადასხვა თამაშობებს სთავაზობს, მათ შორის ეროვნული ლატარიის სახეობას - ლოტო 6/36, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს უპრეცედენტოდ მაღალი ფულადი მოგების შანსს აძლევს. კომპანიას მოგების სახით, დაარსებიდან დღემდე მხოლოდ ლოტოში გაცემული აქვს 41,676,581 ლარი", - აცხადებენ კომპანიაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია