მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროში მისვლას სთავაზობს

ირაკლი ალასანიას ვთავაზობ ნებისმიერ დროს მოვიდეს სამინისტროში და ვისაუბროთ როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "პირველ სტუდიაში" თავდაცვის მინისტრმამინდია ჯანელიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც წინა სტუმარმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემაში ჯანელიძესთან ერთად დარჩენის და კითხვების დასმის სურვილი გამოთქვა.

"მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ირაკლი ალასანიასთან საუბრის. ვთავაზობ მას ნებისმიერ დროს მობრძანდეს თავდაცვის სამინისტროში. ვისაუბროთ როგორც ნორმალურმა, ცივილიზებულმა ადამიანებმა. თუმცა, ჩვენი დღევანდელი ფორმატი არ ითვალისწინებს დებატების რეჟიმს, შესაბამისად, თუ რამე კითხვები არსებობს, თუ რამე კონკრეტული საკითხები არსებობს, პირადად შევხვდეთ და გავარკვიოთ ყველაფერი", - განაცხადა ჯანელიძემ.

თავის მხრივ, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ შეხვედრის თაობაზე მინისტრს თავიდანვე მიმართა და ეს წინადადება ძალაში რჩება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება