Formula Alfa-ს კლასში I ეტაპის გამარჯვებული სამეული გამოვლინდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულები გახდნენ: ირაკლი ჩხეიძე, მევლუდ მელაძე და ბექა ჯიქია.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში 5 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა. შეჯიბრება მოტომრბოლელებსა და ავტომობილებს შორის - ოთხ კლასში - გაიმართა: Formula Alfa, Legend Cars, Touring Light და BMW Compact Cup.
აპრილში ავტოსპორტში კიდევ 3 ღონისძიებაა დაგეგმილი: 19 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნება დრიფტში, ხოლო იმავე დღეს, კუს ტბის გზაზე მოეწყობა შეჯიბრება სიმაღლის დროზე დაძლევაში.
25-26 აპრილს რუსთავი წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის II ეტაპს უმასპინძლებს.