"პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ნათარგმნმა "ცეცხლით გამოცდამ" "ბიბლუსი გალერეაში" ახალგაზრდების რიგი დააყენა

"პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნმა ბესტსელერმა, ჯეიმზ დაშნერის "ცეცხლით გამოცდამ" ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" ახალგაზრდების რიგი დააყენა .

"ბიბლუსი გალერეაში "პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ჯეიმზ დაშნერის "ცეცხლით გამოცდა" მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთი საათით, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე 12 ლარის ნაცვლად 3 ლარად იყიდება. წიგნის შესაძენად მაღაზიასთან იმდენად დიდი რიგია, რომ "ბიბლუსი გალერეის" დაცვა უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმებით მუშაობს.

წიგნის შეძენის მსურველთა რიგში განსაკუთრებით ახალგაზრდები ჭარბობენ, რომლებიც ამბობენ, რომ "ლიბერთენსის" აქციის მუდმივი მომხმარებლები არიან. როგორც "პალიტრა L"-ის წარმომადგენლობა აცხადებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, აქცია, რომელიც მხოლოდ ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო გახანგრძლივდება და წიგნის ყიდვას ადგილზე მყოფი ყველა მსურველი შეძლებს.

პროექტი "ლიბერთენსი" დეკემბერში დაიწყო და თინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე