სურსათის ეროვნული სააგენტო სახინკლეში ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტზე განმარტებას აკეთებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს არაფერი აქვს საერთო სახინკლე შპს "ველიამინოვთან". "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს განმარტებას შპს-დან "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" (შალვა დადიანის ქ.N12) აღებული ნიმუშებიდან აღმოჩენილ ცხენის ხორცთან დაკავშირებით. რესტორნის დასახელებამ გამოიწვია ერთგვარი გაუგებრობა, რადგან დადიანის ქუჩაზე დაწესებულება, სადაც სახელწოდება "ველიამინოვი" ფიგურირებს, ორია. შესაბამისად, ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს არაფერი აქვს საერთო სახინკლე შპს "ველიამინოვთან", რომელიც დადიანის ქ. #8-ში მდებარეობს, ისევე, როგორც შპს "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" არავითარი კავშირი არ აქვს ლუდის კომპანია "ყაზბეგთან", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია