ლაშა ცანავა პროკურატურაში მის დაკითხვას "ქართული ოცნების" დატოვებას უკავშირებს

ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა დღეს პროკურატურაში მის დაკითხვას პარტია "ქართული ოცნების" დატოვებას უკავშირებს. როგორც ცანავამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ის თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" მობილური ჯგუფების შტაბის უფროსი იყო.

"პარტია დავტოვე ბევრი უსამართლობის გამო და ბიძინა ივანიშვილის ნათლულის ჯოტო სამადაშვილის გამო. 1-ელ აპრილს მათავისუფლებდნენ სამსახურიდან, დასკვნაში მიწერია, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში გავაკეთე განცხადება, სადაც მერს და მის მოადგილეს შეურაცხყოფა მივაყენე. ასე აღადგინა "ქართულმა ოცნებამ" სამართალი ჩემს წინაშე, დამიბარეს დღეს პროკურატურაში და ბრალის წაყენება უნდოდათ", - განაცხადა ლაშა ცანავამ.

ლაშა ცანავა დღეს თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, საქმე 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

"ლაშა ცანავა არის ყოფილი პოლიციელი, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოსთან მიმდინარე დარბევაში და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება", - განაცხადა სუხიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს