Europa-bet.com-ის "პოკერ რუმში" World Poker tour 30 მაისიდან სტარტს აიღებს

თბილისში, Europa-bet.com-ის "პოკერ რუმში" 30 მაისიდან World Poker tour (WPT) სტარტს აიღებს, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი 200 000 ამერიკული დოლარი იქნება.

WPT-ის ტურნირის შესახებ დღეს ჟურნალისტებს Europa-bet.com-ისა და WPT-ს წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

Europa-bet.com – ის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი გვენეტაძის თქმით, აღნიშნული ტურნირის გამართვის შემდეგ ქართული პოკერის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება.

"ჩვენ ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ქართული პოკერის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა, რომელიც არის WPT. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებების პოკერ ტურნირი მსოფლიოში. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები WPT-ისა და Europa-bet.com-ს შორის. ამ 6 თვის განმავლობაში მოხდა როგორც კომპანიის, ასევე ქვეყნის შესწავლა. სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვხვდა პატივი გავმხდარიყავით WPT-ის ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში. ეს არის მთელი სერია გასართობი ღონისძიებებისა. ამ ტურნირში გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ თანხის მოგებას. ეს იმდენად პრესტიჟული ტურნირია, რომ აქ გამარჯვებული ხდება მსოფლიო კლასის პოკერის მოთამაშე", - განაცხადა Europa-bet.com-ის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გვენეტაძემ.

WPT-ის ევროპის გენერალური მენეჯერის ჰერმანს ბლუმის თქმით, საქართველოსა და კონკრეტულად Europa-bet.com-ის შერჩევა ტურნირის გასამართად რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა.

"WPT – ყოველთვის ეძებს ახალ მიმზიდველ რეგიონებს პოკერის ინდუსტრიის განსავითარებლად. საქართველო იმიტომ შეირჩა, რომ კარგი ლოკაცია აქვს ქვეყანას გეოგრაფიულად. რაც შეეხება Europa-bet.com-ს, ის ბაზრის მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ლიდერი კომპანიაა პოკერის მიმართულებით. მას აქვს პრემიერ კლასის "პოკერ რუმი" ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის", - WPT-ის ევროპის გენერალურმა მენეჯერმა ჰერმანს ბლუმმა.

Europa-bet.com-ის "პოკერ რუმში" World Poker tour 30 მაისს აიღებს სტარტს და 7 ივნისს დასრულდება. როგორც Europa-bet.com-ის წარმომადგენლები აცხადებენ, WPT-ის მეორე ტურნირი ნოემბერში "ჩემპიონთა თასით", ხოლო დეკემბერში WPT-ს მეორე ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით დაბრუნდება.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა