რუსეთის კულტურის მინისტრი რეზო ჩხეიძის გარდაცვალებას ეხმაურება

რეზო ჩხეიძე მაქსიმალურად ცდილობდა ორი ქვეყნის - საქართველოსა და რუსეთის დაახლოებას. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

მედინსკიმ რეზო ჩხეიძეს ნიჭიერი რეჟისორი და შესანიშნავი ადამიანი უწოდა. "მან კინემატოგრაფიას ნახევარ საუკუნეზე მეტი დაუთმო და შექმნა გულწრფელი, ადამიანური და ღრმა შინაარსის ფილმები, რომელთაგან ერთ-ერთია "ჯარისკაცის მამა", რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ჩვენგანმა", - განაცხადა რუსეთის კულტურის მინისტრმა.

მისივე თქმით, რეზო ჩხეიძის შვილობილი იყო სტუდია "ქართული ფილმი", რომლის შენარჩუნებასა და განვითარებაში მან უამრავი წლის განმავლობაში მთელი თავისი ძალები და შესაძლებლობები ჩადო. "საბჭოთა კავშირში დაბადებული რეზო ჩხეიძე თავის შემოქმედებას ერთიან ხალხს ჩუქნიდა და ცდილობდა მაქსიმალურად დაეახლოვებინა ორი ქვეყანა", - განაცხადა მედინსკიმ.

რეზო ჩხეიძე გუშინ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია