ვახტანგ გომელაურმა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ქობულეთში, ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

"მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან საშინელი რაღაც მოხდა, ძალიან დიდი უბედურება. გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთება, ალბათ, თუ საიდან გაჩნდა ხანძრის კერა და ვისი ბრალეულობა იყო ეს, თვითონ სასტუმროს ადმინისტრაციის თუ თვითონ დამსვენებლების. მე ვერაფერს ვიტყვი ახლა, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ქობულეთში მომხდარ ხანძარს სამი მოზარდი ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება