ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ცხედრები იდენტიფიცირებულია

ცოტა ხნის წინ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრი გარდაცვლილი ბავშვების დე-ენ-ემის პასუხები გახდა ცნობილი, შესაბამისად, ცხედრები იდენტიფიცირებულია. ბავშვების ცხედრები ამ დრომდე რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. ამ ეტაპზე უცნობია ბავშვებს სახლებში გადაასვენებენ თუ დაკრძალვამდე ტაძარში დატოვებენ.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასტუმრო "არმაზი" 10 ივნისს, გამთენიისას დაიწვა. სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, "სიხარული 2"-ის წევრები იმყოფებოდნენ. ხანძრის დროს სასტუმროს ნომერში მყოფი სამი მოზარდი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება