გიორგი მარგველაშვილმა ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტთან ერთად სამძიმარზე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებოდა.

"შეუძლებელია,  დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი,  შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მთელი ქართველი საზოგადოების სახელით მივუსამძიმრე. დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი ვერ გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მეოთხე დღეა,  რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრი ბავშვების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა დნმ-ის პასუხები, რის მიხედვითაც მოხდა ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების იდენტიფიცირება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, დაკრძალვის ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლება მოახდენს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს   შაბათს, 14.00 საათზე დაკრძალავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება