ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპულ სამ ბავშვს დღეს დაკრძალავენ

ქობულეთში სასტუმრო ,,არმაზში" ხანძრის დროს დაღუპულ ანსამბლ ,,სიხარული 2"-ის წევრებს - დავით ზაქრაძეს, რეზო დემეტრაშვილს და თორნიკე ხვიჩიას, დღეს დაკრძალავენ.

ბავშვებს რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 14 საათზე გამოასვენებენ და რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად რუსთავის თვითმმართველობა გაიღებს. გარდაცვლილთა ოჯახებს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 10-10 ათასი ლარი გადაურიცხა, რუსთავის მერიამ კი 5-5 ათასი.

ანსამბლი ,,სიხარული 2" ბათუმში ფესტივალზე იმყოფებოდა. 9 მაისს ისინი ქობულეთში სასტუმრო ,,არმაზში" დაბინავდნენ, გამთენიისას გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან იმ ნომერში გაჩნდა, სადაც სამ ბავშვს ეძინა. ბავშვების ცხედრების იდენტიფიცირება 13 მაისს დნმ-ის პასუხების შემდეგ გახდა შესაძლებელი. გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დეპუტატებმა, აჭარის მთავრობის მეთაურმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო