"ვითიბი ბანკმა" 11,9 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა

2015 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, "ვითიბი ბანკმა" 11,9 მილიონი ლარის აგრო კრედიტი გასცა. "ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, აქედან შეღავათიანი აგრო პროგრამის ფარგლებში 7,6 მილიონი ლარის სესხია გაცემული. შეღავათიანი აგრო სესხები ძირითადად მეორე და მესამე კომპონენტების ფარგლებშია გაცემული, რომლებიც ითვალისწინებენ ახალი საწარმოების შექმნას და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას. პირველ კვარტალში "ვითიბი ბანკის" აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა.

შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა, "ვითიბი ბანკი" პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთო და სესხებს ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გასცემს. დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები და ა.შ

"ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ აღნიშნა, რომ ძალიან წარმატებულად აფასებენ ბანკის მონაწილეობას აგრო კრედიტის პროექტში.

"2013 წლიდან "ვითიბი ბანკმა" ათეულობით საწარმო დააფინანსა. სესხები ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გაიცემა. ვთვლით, რომ შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის განხორციელება დადებითად მოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია აგრო სექტორისთვის", - განაცხადა გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია