თურქმენეთის მოქმედ პრეზიდენტს აშხაბადში ძეგლი დაუდგეს

თურქმენეთის მოქმედ პრეზიდენტს, გურბანგული ბერდი-მუჰამედოვს დედაქალაქ აშხაბადში ძეგლი დაუდგეს. "ბი-ბი-სის" ცნობით, 21 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი მონუმენტი ქალაქის ცენტრში დღეს საზეიმოდ გახსნეს. ცხენზე ამხედრებული პრეზიდენტის ძეგლის აღმართვის გადაწყვეტილება თურქმენეთის პარლამენტმა მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

მონუმენტის გახსის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ცაში საჰაერო ბურთები და მტრედები გაუშვეს. თავად პრეზიდენტი მონუმენტის გახსნის ცერემონიას არ დასწრებია. გურბანგული ბერდი-მუჰამედოვი თურქმენეთს 2006 წლის შემდეგ უდგას სათავეში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია