ბაჩო ახალაიამ ადვოკატებს შესავალი სიტყვა დაუწუნა, რაც პროცესის გადადების მოტივი გახდა

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიამ ადვოკატებს შესავალი სიტყვა დაუწუნა, რაც პროცესის გადადების მოტივი გახდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალიამ განცხადება გააკეთა , ადვოკატებს სასამართლო სხდომაზე შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ, რომელიც როგორც გაირკვა მზად ჰქონდათ, თუმცა ახალაიამ მათ მოუწოდა, რომ აღნიშნული სიტყვა არ წაეკითხათ, რადგან არ ეთანხმება.

"არ წაიკითხოთ ეგ შესავალი სიტყვა. არ ვეთანხმები მოსაზრებებს. ჩათვალეთ, რომ არ ვეთანხმები ამ შესავალ სიტყვას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ, რის შემდეგაც ბოდიში მოიხადა და სასამართლო სხდომა დატოვა.

ამის შემდეგ ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც პროკურატურა შეეწინააღმდეგა. პროკურორმა რევაზ ნადიომ აღნიშნა, რომ პროცესი არ უნდა გადადებულიყო. პროკურორმა მოსამართლეს შესთავაზა, გამოეცხადებინა შესვენება, რომლის ფარგლებშიც ადვოკატები ახალაიას შეხვდებოდნენ და შესავალ სიტყვას ჩამოაყალიბებდნენ, თუმცა ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ამას დღეს ვერ მოასწრებდნენ, შესაბამისად, სასამართლო სხდომა 22 ივნისს, 13:00 საათზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი პროკურორები საქმეზე მოწმეების დაკითხვას დაიწყებენ.

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიას გარდა ბრალდებულია მეგის ქარდავა და ახალაიას ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი, რომლებიც ძებნილებად ითვლებიან. ძიმცეიშვილს და ქარდავას ბრალად მითვისება-გაფლანგვა ედებათ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით არის გათვალისწინებული, ახალაიას კი 182-ე მუხლთან ერთად ბრალად წარდგენილი აქვს ე.წ. ჯაშუშებად გამოცხადებული პირების წამების ორგანიზება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ