დღეს გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის "ოცნებების სასაფლაოს" ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

კულტურის სამინისტროში დღეს, გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის "ოცნებების სასაფლაოს" ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას მინისტრი მიხეილ გიორგაძე და რეჟისორი გიორგი ხაინდრავა გაუძღვებიან.

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმი "ოცნებების სასაფლაო" სამშობლოში დაბრუნდა. განხორციელდა ნეგატივის რესტავრაცია, მისი გაწმენდა, აღდგენა და ციფრზე გადატანა. აღნიშნული კინოსურათის ერთადერთი ორიგინალი ამ დრომდე საფრანგეთში, კომპანია "Vectracom"-ში ინახებოდა", _ აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, გიორგი ხაინდრავამ ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და გადაღებები 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. პერსონაჟები ომში მონაწილე რეალური გმირები არიან.

სამინისტროს ინფორმაციით, "ოცნებების სასაფლაო" არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ოქროს მედალი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრანპრი და კინოკრიტიკოსთა პრემია - შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი", უმაღლესი ჯილდო "ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე" სან-ფრანცისკოში; გრანპრი და ჟიურის პრიზი "ფიპრესი" სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალზე "კინოტავრი".

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი