თსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

თსუ-ში, დღეს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია "მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?" გაიხსნა.

როგორც "ინტერპერსნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენცია "დოიჩე ველე აკადემიის" მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, სტუდენტებმა გაიაზრონ თუ როგორი უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება და ამ კუთხით დემოკრატიული გარდაქმნები ჩვენ ქვეყანაში.

თსუ-ს რექტორის აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ეს არის ინტერდისციპლინური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდა იურისტები, ფსიქოლოგები.

"ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ თსუ-სთან და მოხარულები ვართ, რომ მოვახერხეთ შეგვექმნა პროგრამა, რომელიც ნამდვილად ეხმარება სტუდენტებს, ასევე მასწავლებლებს, ლექტორებს გაიძლიერონ უნარები მედია სამართალში. მედია სამართალი მნიშველოვანი საკითხია როგორც ჟურნალისტების, ისე იურისტებისთვის და მოხარულები ვართ, რომ "დოიჩე ველე აკადემია" ეხმარება ხალხს საქართველოში ამ მიმართულებით უნარ-ჩვევების გაღრმავებაში", _ აღნიშნა "დოიჩე ველე აკადემიის" აზიისა და ევროპის დეპარტამენტის პროექტების მენეჯერმა პეტრა რაშკევიჩმა.

ინტენდისციპლინური კონფერენცია მოიცავს ინფორმაციის თავისუფლების; მედია და ადამიანის უფლებების; სიძულვილის ენის; სასამართლო და მედიის; მედია და ეთიკის საკითხებს.

კონფერენციაში მონაწილეობენ მომავალი იურისტები, მედიის და მასკომუნიკაციის მკვლევრები, ფსიქოლოგები. კონფერენციის ორგანიზატორებმა 6 უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული 60-ზე მეტი განაცხადიდან 21 საუკეთესო მომხსენებელი შეარჩიეს. კონფერენციაში მონაწილეობენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. დაწესებულია პრიზები საუკეთესო შეკითხვისა და დისკუსიაში აქტიურობისთვის.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია "დოიჩე ველე აკადემია", თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი.

კონფერენცია 5 ივნისს დასრულდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა