თინათინ ხიდაშელი - ჩვენი ამოცანაა, რომ "დელტას" პროდუქტები კომერციულად მიმზიდველი გახდეს

ჩვენი ამოცანაა, რომ "დელტას" პროდუქტები კომერციულად მიმზიდველი გახდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" განაცხადა, რომელსაც ის დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სტუმრობდა.

"ვფიქრობ, ამ საწარმოს ფუნქცია, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი პროდუქტი მზადდება, რომელიც ამ 15 პროდუქტის მიღმაა. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისინი ჯარისთვის იქედან გამომდინარე, რომ ეს არის დამხმარე დეტალები, რომლებიც სჭირდება იმ ტექნიკას, რომელსაც ვიყენებთ როგორც შს სამინისტროში, ასევე თავდცვის სამინისტროში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება 15 ახალ პროდუქციას, რომელიც დღეს "დელტამ" ადგილზე წარადგინა, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს 15 პროდუქტი არის თვითმყოფადი ცალკე აღებული საბრძოლო დანიშნულების პროდუქტები, პლუს სეტყვის საწინააღმდეგო და მათ შორის "ყველაზე უფრო დიდი ვარსკვლავი უპილოტო თვითმფრინავია, რომელზეც მუშაობა დასრულებული არ არის".

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, უპილოტო თვითმფრინავების გამოცდა უკვე დაწყებულია, ამ წუთებშიც მიმდინარეობს და 2-3 კვირის განმავლობაში იქნება პირველი შედეგები და ამის მიხედვით გააგრძელებს "დელტა" მისი დახვეწვისთვის შემდგომ მუშაობას.

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა დაფინანსება, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ "დელტას" დაფინანსების გაზრდა მთლიანად ამ სახელმწიფო, სამხედრო, სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის სსიპ-ი, ის არ არის ოფიციალური სახელმწიფო ორგანო, შესაბამისად, მას აქვს ყველა უფლება, რომ დაამყაროს ორმხრივი ურთიერთობები, კონტრაქტები ჰქონდეს სხვადასხვა კომპანიებთან, ასევე მომხმარებლებთან. ეს პროცესი დაწყებულია. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, რომელიც მათ შორის "დელტასთან" არის დაკავშირებული, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გააქტიურდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღეს აქ წარმოდგენილი ერთ-ერთი მანქანა, რომელიც მისი მონაცემების მიხედვით, ქართული მიზნებისთვის არ არის დამზადებული, სწორედ იმიტომ რომ "დელტამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელშეკრულებებისა და მომხმარებლის მოზიდვის თვალსაზრისით თავად გახდეს თავდაცვის სამინისტროსთვის სასარგებლო კომპანია".

"ამ ეტაპზე მათ რაც სჭირდება ჩვენგან არანაირი პრობლემა არ აქვთ. იღებენ სრულად ამ ფინანსებს, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი თანდათანობით ჩანაცვლდება მათი კერძო საქმიანობით", - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, უდაბნოს პირობებისთვის შექმნილი მანქანის შესყიდვით დაინტერესებული იყო საუდის არაბეთი და როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი და დეტალებზე ის ვერ ისაუბრებს.

"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე სრულ ინფორმაციას ვიღებ ამ თემაზე ყოველდღიურად, ისევე როგორც ორ სხვა სახელმწიფოსგან ინტერესის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ეს სხვა საკითხია და ნუ მომთხოვთ, რომ ამ დეტალებზე გესაუბროთ. ჩვენი ამოცანაა, რომ კომერციულად მიმზიდველი გახდეს "დელტას" პროდუქტები. ინტერესი არის რამდენიმე სახელმწიფოსგან ესეც შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს იქნება დამოკიდებული როგორც შემოთავაზებაზე, ასევე იმ სტრატეგიულ ინტერესებზე, რომელიც ამ რეგიონში არსებობს", - განაცხადა ხიდაშელმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ