„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ

მინერალური წყალი „ბაკურიანი” აგრძელებს ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძესთან თანამშრომლობას და მომხმარებელს ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს. უცვლელი გზავნილით - „ზრუნვა წყალივით გვჭირდება“, ბრენდი აგრძელებს მთავარ საკომუნიკაციო ხაზს, რომელიც ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს.

კამპანიის ფარგლებში, ბრენდი მაყურებელს უკვე კარგად ნაცნობი ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიას, განსხვავებული დასასრულით სთავაზობს.

ირინა კეიდია, მარკეტინგის დირექტორი, IDS ბორჯომი საქართველო:

„ჩვენი მიზანია, რომ ამ კამპანიით ჯანსაღი ცხოვრების წესი და ზრუნვის ელემენტები უფრო პოპულარული გავხადოთ და საზოგადოებას მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ გიორგი მიქაუტაძესთან თანამშრომლობას, რომელიც წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ვიდეორგოლთან ერთად, მომხმარებელს „ბაკურიანის“ ლიმიტირებულ შეფუთვას ვთავაზობთ. ახალი ეტიკეტი ინარჩუნებს ძირითადი დიზაინის ხაზს, თუმცა დამატებულია ფერადი დეტალები, გიორგი მიქაუტაძის პორტრეტები და კამპანიის გზავნილი - „მიყვარს, მიყვარს „ბაკურიანი“. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წელსაც წარმატებული იქნება.“

გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და „ვილიარეალის“ ფეხბურთელი:

„მიხარია, რომ „ბაკურიანთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებ, რადგან ქართულ ბრენდთან პარტნიორობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. გადაღებები ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, რომელიც ვალენსიაში დავგეგმეთ. მიხარია „ბაკურიანის” ლიმიტირებულ შეფუთვაზე ჩემი ფოტოები რომ იქნება. წყალი ფეხბურთელების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, “მიყვარს, მიყვარს, „ბაკურიანი“.

ახალი ვიდეორგოლის იდეასა და გადაღების წარმოებაზე ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია „ინდუსტრია ფილმმა” იმუშავა, ხოლო ლიმიტირებულ ეტიკეტზე - დიზაინერმა ზაქარია მესროპოვმა.

ლიმიტირებული „ბაკურიანი“ „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება და ქვეყნის მასშტაბით, უკვე ყველგან გამოჩნდა.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო