ამერიკის საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც "ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობა შეეხო"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თბილისში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობა შეეხო. ვგლოვობთ 12 ადამიანის დაღუპვას. ამ საღამოს ელჩი ნორლანდი მერ ნარმანიას ესაუბრა.

ელჩმა დაადასტურა ჩვენი მზადყოფნა, დავეხმაროთ მთავრობასა და ხალხს იმ დროს, როდესაც ისინი გარდაცვლილებს გლოვობენ, დაშავებულებს მკურნალობენ და ბუნებრივი კატასტროფისაგან მიყენებულ დანაკარგებსა და ზარალს ითვლიან", -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა