ბორჯომის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თანადგომას უცხადებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მზადაა ფინანსური თანადგომა გაუწიოს დაზარალებულ ოჯახებს.
ადგილობრივი ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში მოახდენს მოხალისე მოქალაქეთა მობილიზებას.