თსუ-მ დაზარალებულთა დასახმარებლად და ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორიის აღსადგენად ანგარიში გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღსადგენად სპეციალური ანგარიში გახსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სპეციალურ ანგარიშზე თსუ პროფესორებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, გარე იურიდიულ პირებს, გარე ფიზიკურ პირებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა ლარებში, მიზნობრიობის მითითებით (სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967509, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი 204864548).

სტიქიის შედეგად გარდაიცვალნენ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრატურის სტუდენტი მარიამ ქუთელია და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის მეორე სტუდენტი ივლიტა ჯიბუტი, თსუ-ს რამდენიმე სტუდენტის სახლი დაზიანდა, განადგურდა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია