შს მინისტრის ინფორმაციით, ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა

"ლაგუნა ვერესთან" შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იმყოფება. როგორც ვახტან გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის შემდეგ გამოძახებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

გომელაურის განცხადებით, შემთხვევა სავარაუდოდ საწყობში, დახურულ სივრცეში მოხდა.

მისივე თქმით, როდესაც დაგლიჯილი ადამიანი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

"თუ ცხოველს ნახავენ, ვეცდებით დავაძინოთ და გაიყვანონ ზოოპარკის თანამშრომლებმა, თუ ეს ვერ მოხერხდება, მოხდება მისი ლიკვიდაცია", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ვინც შენობაში მუშაობდა გაყვანილია და საწყობში სპეცდანიშნულების რაზმის გარდა არავინ იმყოფება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს