ვახტანგ გომელაური - ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო

ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა, მისი თქმით, დღეს აღმოჩნდა, რომ საწყობში მტაცებელი ცხოველი იპოვეს.

"მტაცებელმა ცხოველმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. მოვედით, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა შიგნით და აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ვეფხვის მიერ იყო დაგლეჯილი. ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო და როგორც გვაცნობეს, გარდაიცვალა. გვინდოდა ვეფხვის დაძინება, თუმცა აგრესიული იყო და სამწუხაროდ, მისი ლიკვიდაცია მოხდა. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, აღარ უნდა ყოფილიყო არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული - ზოგი მკვდარი ნახეს, ზოგი - დამხრჩვალი, ზოგის, სამწუხაროდ, ლიკვიდაცია მოგვიხდა. გუშინ გვქონდა ინფორმაცია, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს აღმოჩნდა ერთი მტაცებელი ცხოველი", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციისგან ჰქონდათ.

"ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ეს ჰქონდა პრემიერსა და იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა. აღმოჩნდა, რომ საწყობში ყოფილა კიდევ ერთი მტაცებელი ცხოველი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა შევიდა საწყობში, რომლებსაც საწყობი უნდა დაელაგებინათ. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოხდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა და პოლიციას შეატყობინეს", - აღნიშნა გომელაურმა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს