ლიკვიდირებული ვეფხვი 112-ის ბრიგადამ საწყობის ტერიტორიიდან გაიტანა

ლიკვიდირებული ალბინოსი ვეფხვი 112-ის ბრიგადამ საწყობის ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადაიტანეს ლიკვიდირებული ვეფხვი.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერის დავით ნარმანია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

საწყობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტს იხსენებენ. მათი ინფორმაციით, ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა.

"7 მუშა იყო შესული დასალაგებლად. იქ არის პატარ-პატარა ოთახები და ერთ-ერთი ოთახიდან გამოვარდა თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა. დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი", - აცხადებენ თვითმხილველები.

იხილეთ ვიდეო: ლიკვიდირებული ვეფხვის გამოყვანის კადრები

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს