ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ოთარ ცუხიშვილი  პროზექტურაში გადაასვენეს

ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ოთარ ცუხიშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან  პროზექტურაში გადაასვენეს.  როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპულიკური საავადმყოფოს

ემერჯენსთან მყოფმა რიონ ბუსკივაძემ განუცხადა, იგი არის ორი კომპანის მფლობელი, რომელსაც საწყობები აქვს იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ოთარ ცუხიშვილი ვეფხვმა დაგლიჯა. როინ ბუსკივაძე აცხადებს, რომ შემთხვევა მისი კომპანიის საწყობების გვერდით სხვა კომპანიის საწყობში მოხდა. ბუსკივაძის თქმით, ოთარ ცუხიშვილი პერიოდულად მიდიოდა აღნიშნულ საწყობებში და გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა.

"კომპანია "ბი ემ სი"-ს საწყობში დასუფთავება მიმდინარეობდა. ოთარ ცუხიშვილი დღეს იქ იყო. პერიოდულად როცა დავუძახებდით, მოდიოდა და სამუშაოებს ასრულებდა, ამაში ანაზღაურებას ვაძლევდით. დღეს ამ მიზნით შევიდა საწყობში, არავინ არ იცოდა, რომ იქ ვეფხვი იყო. ჩემთან, ყოველ შემთხვევაში, არავინ მოსულა საწყობის დასათვალიერებლად. მეზობელი საწყობი თუ დაათვალიერეს არ ვიცი", - აღნიშნა რიონ ბუსკივაძემ.

მისივე თქმით, ეს არის სურსათისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის საწყობები.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრთან გარდაცვლილ ოთარ ცუხიშვილის რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება, როგორც აცხადებენ, ცუხიშვილის მეუღლე თურქეთში იმყოფება. ცუხიშვილი 1972 წელს არის დაბადებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება