ზოოპარკის დირექტორი - გვეგონა, რომ ვეფხვი ლაფში იყო ჩაფლული, თუმცა აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო

გვეგონა, რომ ვეფხვი ლაფში იყო ჩაფლული, თუმცა აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს დღეს მომხდარი ფაქტის შემდეგ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

"დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. გვეგონა, რომ ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო," – განაცხადა გურიელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი დეტალების დაზუსტება.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებებით, ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა ყოფილიყო.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. ალბინოსი ვეფხვი ლიკვიდირებულია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება