თეა წულუკიანი - ზოოპარკის დირექტორი არ გახლავთ ხელისუფლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმაზე რეაგირება უნდა იყოს. ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ზოოპარკის დირექტორი არ გახლავთ ხელისუფლება. რეაგირება რა თქმა უნდა, უნდა იყოს. რეაგირება შეიძლება და უნდა იყოს მრავალნაირი. მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა გაირკვეს ვის რა პასუხიმგებლობა ჰქონდა ამ საკითხზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებოდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

საწყობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტს იხსენებენ.

მათი ინფორმაციით, ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა.

"7 მუშა იყო შესული დასალაგებლად. იქ არის პატარ-პატარა ოთახები და ერთ-ერთი ოთახიდან გამოვარდა თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა. დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი", - აცხადებენ თვითმხილველები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება