ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილი მარნეულში გადაასვენეს

ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილი მარნეულში გადაასვენეს. 43 წლის ოთარ ცუხიშვილი ამ დროისათვის სოფელ წერეთელში მშობლებისა და ძმის სახლშია გადასვენებული, მას სოფლის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალავენ.

ოთარ ცუხიშვილი გუშინ ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საწყობში გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც მას ვეფხვი დაესხა თავს.

ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილის ოჯახს მთავრობის გადაწყვეტილებით ფულადი კომპენსაცია გადაეცემა, სარიტუალო მომსახურებას კი თავის თავზე თბილისის მერია აიღებს.

ოთარ ცუხიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლიდან იყო. ის მეზობლების თქმით, ბოლო 4 წელია თბილისში ორხევის დასახლებაში დის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ცუხიშვილის მეუღლე თურქეთში სამუშაოდ იმყოფება, მათ შვილები არ ჰყავდათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება