სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებს ზოოპარკის ტერიტორია დაატოვებინეს

სვანიძის ქუჩის გარდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებს გუშინ ზოოპარკის ტერიტორიაც დაატოვებინეს. წვიმის გამო ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობის გარდა მძიმე ტექნიკის გაყვანაც მოხდა.

როგორც ჟურნალისტებს უფროსმა ლეიტენანტმა ბეგლარ იაკობიძემ განუცხადა, ამინდზეა დამოკიდებული, როდის მოხდება სამუშაოების განახლება.

"სახიფათო ზონიდან გამოვიყვანეთ პირადი შემადგენლობა და ტექნიკა უსაფრთხო ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში მოხდება ხელახლა მიბრუნება. თუ შექმნილი სიტუაცია ამას მოითხოვს, მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ შესაბამის სტრუქტურებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ევაკუციაა, უბრალოდ მოხდა პირადი შემადგენლობის და ტექნიკის რაღაც მანძილზე გამორიდება", - განაცხადა იაკობიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს