თავდაცვის სამინისტრო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დამატებითი ცოცხალი ძალა ჩართოს

თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ცოცხალი ძალა ჩართოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რომელმაც დღეს სტიქიის ზონები დაათვალიერა.

"ჯარი ამ წუთასაც ყველა ობიექტზეა. ჩვენები ქარხანაშიც მუშაობენ, ასევე ელიზბარაშვილების უბანში. ჩვენ მზად ვართ, მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერ წერტილს კიდევ დამატებით დავეხმაროთ ცოცხალი ძალით. ტექნიკა უკვე მთლიანად საქმეშია და ჩვენ, სამწუხაროდ, დამატებითი ტექნიკა არ გვყავს, რომ კიდევ გამოვიყვანოთ. ჩვენი ტექნიკა სრულად არის მობილიზებული", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 330 სამხედრო მოსამსახურე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა