ზოოპარკის ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს და ტექნიკას სპეციალური ხსნარით ამუშავებენ

ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.

ზოოპარკის ტერიტორიაზე გამკაცრებულია შესვლა. სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ, ტერიტორიაზე ასევე აკრძალულია ნიღბის გარეშე გადაადგილება.

რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებში ჩართულ მაშველებს, მათ უსაფრთხოებაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ზრუნავენ.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მაშველების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ისინი იარაღით არიან აღჭურვილები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. გარდა ამისა, სამხედროები გაწმენდით სამუშაოებშიც მონაწილეობენ.

იხილეთ ბმული: დეზინფექცია ზოოპარკში ეპიდემიის ასაცილებლად

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს