ოთარ დანელია - სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება

სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "მზიურის" ტერიტორიაზე სადეზინფექციო და გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ოთარ დანელიას თქმით, სადეზინფექციო სამუშაოებით ინფექციების გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა ხდება. "სადეზინფექციო სამუშაოებს, ფაქტობრივად, ყველა კერაზე ვახორციელებთ, ეს გახლავთ სვანიძის ქუჩა, "მზიურის" ტერიტორია და ზოოპარკი, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ პოტენციური რისკები. ძალიან დაცხა და არის რისკის ზონები. ამ შემთხვევაში მუშავდება ინსექტიციდებით, ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც არის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი და მინიმუმამდე დაჰყავს ის რისკები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მწერებით. მეორე მხრივ, მუშავდება საგნები და ტერიტორია, სადაც შესაძლოა იყოს ხილული ან უხილავი საფრთხე", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს