დავით სერგეენკო - სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები რისკის ხუთ ზონაში ტარდება

სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები რისკის ხუთ ზონაში ტარდება, რომელიც სტიქიის ქვეშ მოჰყვა. ეს ზონებია: "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია, სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, დამდგარი წყლის გუბეები პოტენციურად ინფექციის გამრავლების საფრთხეს წარმოშობს, რისი თავიდან აცილების მიზნით სათანადო სამუშაოები დაიწყო. მისივე თქმით, დამუშავების პროცესში ადგილებზე ადამიანები არ უნდა იყვნენ. სწორედ ამან გამოიწვია დროებით სამუშაოების შეჩერება.

"აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას თავისი ლოგიკა აქვს, რისკებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცული, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში იყო მაღალი ტემპერატურა და ამ არეალში არის დიდი რაოდენობით დამდგარი წყალი. გუბეები არის რისკი, რომ განვითარდეს რაიმე სახის ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცია. ოღონდ ეს დაკავშირებული არ არის ცხოველების ლეშის მიწისქვეშ სავარაუდო არსებობასთან. დღეს დამუშავდება მთლიანად რისკის ზონები. დამუშავების დროს აქ არ უნდა იყვნენ მომუშავე ადამიანები, ხოლო შემდგომ დღეებში არ უნდა იყვნენ ამისთვის მოუმზადებელი ადამიანები. ამან რამდენიმე ხნით სამუშაოები შეაფერხა, მაგრამ სამაგიეროდ, სამუშაოები მძიმე ტექნიკით გაგრძელდება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ის ადგილები მოინახულა, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო