გია გაჩეჩილაძე - დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა

დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად არ განიცდის, რაც საქართველოში მოხდა, - ამის შესახებ "იმედის კვირის" ეთერში გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

"მინდა, ობიქტური ვიყო და არც წინა ხელისუფლებას დავაბრალო. ამ სტიქიის ერთადერთი მიზეზი იყო ბუნების რისხვა და როგორც შეეძლოთ, ისე გაუმკლავდნენ. ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ არაფერი დაუკლიათ? ძველ ხელისუფლებაზე ხელის გაშვერაც არ შეიძლება. კი, რაღაც მომენტებში პროფესიონალებს რომ აზრს არ ეკითხებოდნენ, ყველამ ვიცით, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არც ერთისკენ და არც მეორისკენ არ მინდა, ხელი გავიშვირო. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად რაც გვაკლია, ეს არის ერთობა, სიყვარული და ერთად გამკლავება არა მარტო ბუნების, არამედ პოლიტიკური სტიქიების წინაშეც. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, ხელს ნუ გავიშვერთ ერთმანეთისკენ. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად განვიცდით ამას. თუნდაც ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც, დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა. ხელისუფლებაც, ძველი ოპოზიციის წარმომადგენლებიც განვიცდით და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება სტიქიის დროს ადეკვატურად მოიქცა და არ ჰგონია, რომ იგივე რესურსებით სხვა ნებისმიერ ხელისუფლებას უფრო მეტი გაეკეთებინა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ჩანდნენ თავად ძმები გაჩეჩილაძეები, გია გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ ისინი სტიქიის ღამეს ზოოპარკში იყვნენ და წყალდიდობას ებრძოდნენ, ხოლო თუ კამერებმა ვერ დააფიქსირეს, ეს არ ნიშნავს, რომ მომხდარს არ განიცდიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს